პროექტები

*********
       სკოლას ბევრ სასკოლო პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა, ერთ–ერთი მათგანია "საბჭოთა ოკუპაციის კვირეული".
       ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით ისტორიის მასწავლებელმა თამარ ჟორდანიამ გააკეთა პროექტი – "ერთი ოჯახის ისტორია". პროექტი შეეხო კონსტანტინე ჟორდანიას ტრაგიკულ ოჯახს. მათ საბჭოთა რეპრესიების გამო დიდი მსხვერპლი გაიღეს.
       პროექტში გამოყენებულია საარქივო ვიდეო და ფოტო მასალა. მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა: ანა გაგუამ, ლევან მოსეშვილმა, თინათინ ყირიმლიშვილმა, ანა არველაძემ, მარიამ ვარამიშვილმა. პროექტი ინფორმაციული ტექნოლოგიებით უზრუნველყო სკოლის კურსდამთავრებულმა ნიკოლოზ ჩარკვიანმა.





*********
        PH International –ის ინიციატივით ჩატარდა მოზარდთა სახლში შეხვედრა სკოლებს შორის. მე–18 სკოლაც ჩაება პროექტში "სკოლის თვითმმართველობა". შეიქმნა კლუბი, XI და XII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. გაიმარჯვეს და მიიღეს დაფინანსება.                   განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ელენე ლოლიაშვილმა, სოფო ნოზაძემ, ნათია მეგრელიძემ. სკოლამ გამოუყო ოთახი თვითმმართველობას, შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ სხვა სკოლის წარმომადგენლებიც. პროექტს ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი თამარ ჟორდანია.