მოგესალმებით
თქვენ ეწვიეთ სსიპ ქალაქ თბილისის N18 საჯარო სკოლის ოფიციალურ ბლოგს. ამ ბლოგის მიზანია, საზოგადოებას დაანახოს, როგორია ჩვენი სკოლა, რას ვაკეთებთ და რას მივაღწიეთ დღემდე.
სსიპ ქალაქ თბილისის #18 საჯარო სკოლა დიდ ისტორიას მოიცავს.
1922 წელს რევკომის გადაწყვეტილებით, თავად გედევანიშვილების სახლში სკოლა განთავსდა. მას რამდენჯერმე შეეცვალა სახელი, ბოლოს იწოდა მე-18 საჯარო სკოლად.
1982 წელს თავად გედევანიშვილების ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლი დაანგრიეს. უბინაოდ დარჩენილი სკოლა შეიხიზნა მე-19 რუსულმა საშუალო სკოლამ, ქუთაისის ქუჩაზე.
1994 წელს სკოლაში შეიქმნა მოსწავლეთა თავისუფალი, პატრიოტული, არაპარტიული ორგანიზაცია, თვითმმართველობის ორგანო "დავითისანი" ("მემკვიდრენი დავით აღმაშენებლისა").
"დავითისანს" აქვს დროშა, გერბი, ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორიცაა ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილი მასწავლებელი ევგენია სახუგაშვილი, ხოლო მუსიკა შექმნა კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას სკოლის სახელით.
სსიპ ქალაქ თბილისის #18 საჯარო სკოლა დიდ ისტორიას მოიცავს.
1922 წელს რევკომის გადაწყვეტილებით, თავად გედევანიშვილების სახლში სკოლა განთავსდა. მას რამდენჯერმე შეეცვალა სახელი, ბოლოს იწოდა მე-18 საჯარო სკოლად.
1982 წელს თავად გედევანიშვილების ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლი დაანგრიეს. უბინაოდ დარჩენილი სკოლა შეიხიზნა მე-19 რუსულმა საშუალო სკოლამ, ქუთაისის ქუჩაზე.
1986 წელს სკოლა დაბრუნდა ახლად აშენებულ შენობაში,სადაც დღემდე აგრძელებს მუშაობას. 1987 წელს მას ეწოდა დავით აღმაშენებლის სახელი და ამ ხნის განმავლობაში სკოლამ ბვერი წარმატებული და ცნობილი სახე გაზარდა.
სკოლას წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა არა ერთი სახელოვანი დირექტორი: ა.კარტოზია, ნ.ბულისკირია, ვ.შანიძე, ლ.მგალობლიშვილი, აკ.ელიაური, ს.წიქარაძე, თ.მუსერიძე. დღეს-დღეობით სკოლას ხელმძღვანელობს თამარ ხორავა, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია.
"დავითისანს" აქვს დროშა, გერბი, ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორიცაა ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილი მასწავლებელი ევგენია სახუგაშვილი, ხოლო მუსიკა შექმნა კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას სკოლის სახელით.
„დავითისანის“ ჰიმნი
გიხაროდენ, მამულო-
ძენი დავითისანი.
შენი ახალ-უხლები,
ჯოგები ირმისანი.
შენი გოგობიჭები,
მამა-პაპის ზნისანი,
შენი თეთრი რაშები
და ლეკვები მგლისანი
შენს მეოხად აღმდგარან,
უფლის მადლი ჰფენიათ,
გიხაროდენ, მამულო,
„მომავალი შენია!“
შენი მადლით გაბრწყინდეს
დიდგორი და ისანი,
ღვთისმშობელი გფარავდეს
და კალთანი ღვთისანი!
შენი ფიცხი მართვენი
შევარდენის ფრთისანი,
ამოწვდილი გორდები
შენი ქარქაშისანი
შენს მეოხად აღმდგარან,
უფლის მადლი ჰფენიათ.
გიხაროდენ, მამულო,
„მომავალი შენია!“ ნუ გექნება ნაღველი
შენი მიწა-წყლისანი,
დარდი გადაიყარე
შეცთომილი ძისანი!
თვალად ვარსკვლავ-ბიჭები,
ტანად ალვის ხისანი,
შენს უღელში შებმულან
ძენი დავითისანი,
შენს მეოხად აღმდგარან,
უფლის მადლი ჰფენიათ,
გიხაროდენ, მამულო,
„მომავალი შენია!“
გიხაროდენ, მამულო-
ძენი დავითისანი.
შენი ახალ-უხლები,
ჯოგები ირმისანი.
შენი გოგობიჭები,
მამა-პაპის ზნისანი,
შენი თეთრი რაშები
და ლეკვები მგლისანი
შენს მეოხად აღმდგარან,
უფლის მადლი ჰფენიათ,
გიხაროდენ, მამულო,
„მომავალი შენია!“
შენი მადლით გაბრწყინდეს
დიდგორი და ისანი,
ღვთისმშობელი გფარავდეს
და კალთანი ღვთისანი!
შენი ფიცხი მართვენი
შევარდენის ფრთისანი,
ამოწვდილი გორდები
შენი ქარქაშისანი
შენს მეოხად აღმდგარან,
უფლის მადლი ჰფენიათ.
გიხაროდენ, მამულო,
„მომავალი შენია!“ ნუ გექნება ნაღველი
შენი მიწა-წყლისანი,
დარდი გადაიყარე
შეცთომილი ძისანი!
თვალად ვარსკვლავ-ბიჭები,
ტანად ალვის ხისანი,
შენს უღელში შებმულან
ძენი დავითისანი,
შენს მეოხად აღმდგარან,
უფლის მადლი ჰფენიათ,
გიხაროდენ, მამულო,
„მომავალი შენია!“